четверг, 29 января 2015 г.

                პროექტი

1) პროექტის მონაწილე/მონაწილეთა მონაცემები:

სახელი ქეთევან
გვარი კოპალიანი.
მობილურის ნომერი 551 19 37 11
რაიონი ცაგერი
სკოლა ზურაბ ეფაძის სახელობის  ჩხუტელის საჯარო სკოლა.
საგანი ისტორია


სახელი აზა
გვარი ჩაფრავა
კლასი XI-XII
სკოლა ზურაბ ეფაძის სახელობის ჩხუტელის საჯარო სკოლა.
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა









პროექტის აღწერილობა

2.პროექტის სახელწოდება - „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე-ევროპელები.“


3.შესავალი
პროექტის მიზანი:
ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოპულარიზაცია, ცოდნის შეძენა, გაღრმავება და გამოვლენა ქართულ-ევროპული ურთიერთობის შსახებ უძველესი დროიდან დღემდე, ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და გათავისება. ცოდნის შეძენა კონკრეტული თემების შესახებ მაგ: 1) ნატო მსოფლიოს უსაფრთხოების სამსახურში, 2) ევროკავშირის როლი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. 3) ადამიანის უფლებების დაცვა.4) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა. 5) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

მოსალოდნელი შედეგი:
 მოსწავლე მსჯელობს კომუნიკაციების განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე. მსჯელობს პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე. აანალიზებს ადამიანის უფლებების საფუძველს და მათი განვითარების ისტორიულ პირობებს. აკავშირებს ისტორიულ მოვლენებს და ფაქტებს შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან. იკვლევს საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს. რუქის საშუალებით აანალიზებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადგილმდებარეობას. იყენებს და ქმნის ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშალებას (ფოტო, ესეე, გაზეთი, შაბლონი...)


პროექტის მოსალოდნელ შედეგი:
 პროექტი ახალგაზრდებს გამოუმუშავებს მტკიცე ნებისყოფას კომპიუტერთან და წიგნთან მუშაობის შესახებ. პატივისცემას ევრო კავშირისა და მასში შემავალი ქვეყნების მიმართ. ქვეყნის ინტერესების თრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა მოვალეობებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ცოდნას.


4.პროექტის მნიშვნელობა
პროექტი  საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ  მოსწავლეთა მშობლებისათვის და მთელი თემისათვის. მოსწავლეების მიერ ჩატარებული აქტივობით ( რეფერენდუმი), მოსწავლეებთან ერთად ჩართული არიან მშობლები ( გაზეთისა და შაბლონის დარიგება თემში.)
მოსწავლეებმა დაიმკვიდრონ აქტიური მოქალაქის ადგილი ცხოვრებაში, შეიძინონ პრობლემების სხვადასხვა კუთხით დანახვის, სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და შეძენილი ცონდნის პრაქტიკაში გამოენებისუნარჩვევები.ისწავლონ და დახვეწონ ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობები, ისწავლონ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სწორად აღიქვან საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ჩამოყალიბდნენ აქტიურ შემოქმედებით, კეთილ, პატიოსან სამშობლოს ერთგულ და ყველა ადამიანისათვის მზრუნველ მოქალაქეებად, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს შემდგომ სრულყოფას.




5.პროექტის აღწერა და განხორციელება
 -პროექტის ვადა 1 თვე.
1 დღეს_ საკლასო ოთახში შევკრიბე IX- XI-XII კლასის მოსწავლეები და მოვასმენინე ევრო- კავშირის ჰიმნი, ასევე ვაჩვენე ევრო კავშირის დროშა, შემდეგ დავურიგეფურცლები და ვსთხოვე დამიწერონ რაც იციან მოსმენილის და ნანახის შესახებ.(თითოეულ კლას მათი მცირერიცხოვნობის გამო მივანიჭე ჯგუფის უფლება. შეიქმნა სამი ჯგუფი.)
იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა ნაკლებად იყო ინფორმირებული ამ თემისმიმართ, I ჯგ.- IX კლასის მოსწავლეებს მივეცი დავალება, მოიძიონ ინფორმაცია ევრო- კავშირის შესახებ (საკითხები: ევრო კავშირის ისტორია,ევრო კავშირის გეოგრაფიული მდებარეობა და  და მისი წევრი ქვეყნები)  და ვსთხოვე, მე-7დღეს მოეტანათ მოძიებული მასალა.
II ჯგ.-XI კლასისმოსწავლეებსკიდავავალე მოიძიონ ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე. ( მე-7 დღეს მოიტანონ მასალები)
III ჯგ.- XII კლასის მოსწავლეებს დავავლე მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ ( მე-7 დღეს მოიტანონ მოძიებული მასალა)
მე-9დღესIX-XI-XII კლასისმოსწავლეებსვავალებ მოიძიონ ფოტოები ევრო კავშირის თემასთან დაკავშირბით (ევრო კავშირის დროშა,  წევრი ქვეყნების დროშები და რუქა) და გააკეთონ სლაიდშოუ, ასევე დაწერონ საპრეზენტაციო  (10წთ- იანი) მოხსენება.
მე-10დღესIX-XI-XII კლასის მოსწავლლებს დავავალე მოემზადონ კონფერენციისათვის, მოძიებულ მასალები შეაჯამონ და დაამუშაონ ერთობლივად თემები: „საქართველოსა  და ევროპის ურთირთობა უძველესი დროიდან დღემდე“ და 2) ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები“,კონფერენციაჩატარდებამე- 13 დღეს. რომელზეც დაგვესწრებიან; მასწალებლები, მოსწავლეები და მშობლები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ ისევ ვკრიბავ მოსწავლეებს მე-14 დღეს და ვგეგმავ ახალ აქტივობას: რეფერენდუმს მთელს სკოლაში.
მე-15  დღეს რეფერენდუმისათვის მზადება: კომისიის წევრების არჩევა თემა: როგორ ფიქრობთ აქვს თუ არა საქართველოს მომავალი ევროკავშირის გარეშე? რეფერენდუმში მონაწილე მოსწავლეებს დაურიგდებათ ბიულეტინები, რომელზეც დაბეჭდილი იქნება „კი“ – „არა“.მოსწავლეები ბიულეტინებს მოათავსებენ წინასწარ გამზადებულ ყუთში, დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემოხაზვით. შემდეგ დაითვლება ბიულეტინები არჩეული კომისიის წევრების მიერ.
რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ შევკრიბე ბავშვები და დავგეგმეთ შაბლონისა და  გაზეთის გამოცემა.. რომელშიც გამოვაქვეყნებთ რეფერენდუმის შედეგებს.. და სხვა თემებს ევრო კავშირის, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ, ამ ურთიერობის უახლეს ინფორმაციებს.
მე-17 დღის შეხვედრაზე მოსწავლეებს ვავალებ შეიმუშაონ გაზეთისა და შაბლონის თემები,და ასევე ინტერნეტის საშუალებით მიმდინარე უახლესი ინფორმაციები...ევრო კავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
მე-19 დღეს  მოსწავლეები გაზეთს და შაბლონს რედაქტირებულ სახეს აძლევენ.
მე-20- დღეს ავრცელებენ სკოლის პერსონალსა და თემის მოსახლეობაში, რათა ინფორმირებული გახდნენ ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების შესახებ.
22-ე  დღესმოსწავლეებს დავავალე მოეძიათ ინფორმაცია „ევროკავშირის როლი და გლობალიაზაციის პრობლემების გადაწყვეტის საქმე“ დაეწერათ ესეე.
27- ე დღეს ერთ-ერთმა მოსწავლემ თავისი მოძიებული ინფორმაცია გააცნო კლასს და ესეეს წაკითხისშენდეგ გავმართე კლასში დისკუსია..გლობალიზაციასთან დაკავშირებით და ევროკავშირის როლზე.
პროექტის დასასრულს: 30- ე დღეს დავგეგმე პროექტის შეფასება. გავამზადე ტესტები სადაც ბავშვები ინდივიდუალურად შეაფასებენ პროექტს. თითოეული ტესტი შედგება 3 კითხვისაგან: 1) როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ჯგუფის წევრებთან მუშაობით? 2) მოგეწონათ თუარა კონფერენცია? 3) როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ პროექტზე,ისწავლეთ რაიმე ამ პროექტზე? თითოეულზე მინიშნებულია სავარაუდო პასუხებიდა უნდა შემოხაზონ მათთვის მისაღები პასუხი.


7.            პროექტის რესურსები
დამხმარე ლიტერატურა: "ეროვნული სასწავლო გეგმა".
 ნინო ტალახაძე-„სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“.
ენციკლობედია.
პიოტრ კაჟმირკევიჩი– "გზა ღია ევროპისაკენ".
სოსო ცინცანძე– " ნატო და საქართველოს უსაფრთხოება". და სხვა
ინტერნეტ რესურსი: http//armada.ge   www.natoinfo.ge  www.evrokavshiri.gov.ge და სხვ.


ტექნოლოგიური რესურსები: კომპიუტერი, ციფრული, საარჩევნო ყუთი, კონვერტები, კალმები,მარკერი, ფურცლები.
.