суббота, 6 декабря 2014 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
აზა ჩაფრავა
რაიონი
ცაგერი
სკოლა
სსიპ ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლა
ქალაქი
ცაგერი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
 დაჭერილი სიტყვა
თემის შინაარსი
მოსწავლეები ცხენისწყლის ხეობაში მოიძიებენ და შეაგროვებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. გააკეთებენ ვებგვერდს ჩაწერილი ნიმუშებისას. განიხილავენ ჩაწერილ მასალებს და აფასებენ.მოსწავლე ისმენს  ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ტექსტებს და პოულობს მსგავსება განსხვავებას მათ შორის. მიზნის შესაბამისად ირჩევს სასაუბრო და მხატრულ სტილს საუბრობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე.წერს ჩანახატებსა დაფელეტონებს საკლალო გაზეთისა და ჟურნალისათვის
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
მე9 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
·     სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
·     ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური კავშირების ამსახველი სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება;
·     სხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.), სტილისა და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;
·     ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება;
·     სხვადასხვა სირთულის და სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.) ტექსტების გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
ჯგუფების შექმნა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვება, მოგზაურობა სოფლებში, მოკვლევა, აღწერა, შეფასება, აზრის გაზიარება, ანალიზი
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
        რა არის სიტყვა? 
ბავშვებო თქვენ მღერით?ცეკვავთ
თემატური კითხვები
        რას ქვია ზეპირსიტყვიერება?
რომელი მეცნიერება სწავლობს ზეპირსიტყვიერებას
შინაარსობრივი კითხვები
რა იცით ცხენისწყლის ხეობის ზეპირსითყვიერების შესახებ?
 -როგორი სახის ნიმუსჰები ჩაიწერეთ?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ურთიერთობის შეფასება
სქემა“ კავშირი დაკვირვება ინტერესი“

წინარე ცოდნის შემოწმება მოსწავლეთა მცდარი შეხედულების გამოვლენა.

მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს პასუხობენ თემატურ  და შინაარსობრივ კითხვებს აკეთებენ კვლევის პრეზენტაციას.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეხმარება სწავლის პროცესის განაწილებაში გაანალიზებაში.  

საგაზეთო რუბრიკა „სქემა კავშირი დაკვირვება ინტერესი“
რეფლექსია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
      მოსწავლეები შეიყვარებენ და პატივისცემით მოექცევიან იმ ადამიანებს ვისგანაც ნიმუშები ჩაიწერეს გააკეთებენ ალბომს ბლოგს ესეებს, ჩანახათებს. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, თანამშრომლობის, ლიდერობის, პასუხისმგებლობის, კომონიკაციის, კრიტიკული აზროვნების უნარები უკეთ გაეცნობიან მშობლიური უთხის შემოქმედებას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები
I დ .---- სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში
   პირველი დღე---მოსწავლეების შეკრებადა სქემის დარიგება „კავშირი დარიგება ინტერესი“
   მეორე დღე--- მშობლების შეკრება და მოსწავლეთა ინტერესების გაცნობა.
  მესამე დღე---ხალხური სიმღერის „ლაჭები და ოფიტარა“ მოსმენა და მოსწავლეთა ინთერესი ამ სიღერის ლექსის მიმართ.
  მეოთხე დღე--- ზეპირსითყვიერების ნიმუშების შეგროვებასთან დაკავშირებით ჯგუფების შექმნა.
  პირველიჯგუფი: ანდაზები შელოცვები, გამოცანები. მეორე ჯგუფი: ზღაპრები, ლექსები,ლეგნდები,თქმულებები.
ექვსი დღის შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ მათ მიერ შეგროვილ ზეპირსიტყვიერებების ნიმუშებს. მოუსმენენ ერთმანეთს და გაიმართება დისკუსია შეგროვილი ნიმუშების შესახებ. მოსწავლეები აფასებენ მათ მიერ ჩატარებულ მუშაობას რა იყო კარგი ამ მუშაობაში რა ცუდი რა ვერ გააკეთეს და ა.შ.
   პირველი ჯგუფი აფასებს მეორეს და პირიქით, მეორე-პირველს
   მოსწავლეები ისევ აგრძელებენ ხეობაში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოკვლევას და 10 დღის შემდეგ პრეზენტაციაზე წარმოადგენენ თავისნთ ნამუშევრებს. პრეზენტაციის ლიდერები მათ ნამუშევრებს აცნობენ ამხანაგებს.
  მოსწავლეებმა განსაკუთრებული როლი გაამახვილეს „ლაჭები და ოფიტარა“ ლექსის შექმნის ისტორიაზე, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
   ყველა პრეზენტატორი ცდილიბს მისი ნაშრომი მიმზიდველი იყოს.
  21-ე დღეს მოსწავლეები ქმნიან გაზეთს იმართება პრეზენტაცია ისევ და ბავშვები პასუხობენ შეკითხვებს.
  26-ე დღეს მოსწავლეები ქმნიან ბროშურას ხოლო პროექტის ბოლოს ქმნიან ბლოგს რომელშიც მოთავსებული იქნება მათ მიერ შეგროვილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და მთქმელების სურათები.
  პროექტის შედეგები: მოსწავლეები შეიყვარებენ და პატივისცემით მოექცევიან იმ ადამიანებს ვისგანაც ნიმუშები ჩაიწერეს გააკეთებენ ალბომს ბლოგს ესეებს, ჩანახათებს. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, თანამშრომლობის, ლიდერობის, პასუხისმგებლობის, კომონიკაციის, კრიტიკული აზროვნების უნარები უკეთ გაეცნობიან მშობლიური უთხის შემოქმედებას.
.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
თუ კი ჯგუფში მეყოლება სპეციალური საჭიროებების მოსწავლე მივცემ ისეთ დავალებას რომელიც შეესაბამება მის გონებასა და შესალებლობებს. საჭიროებების შემთხვევაში გავუზრდი დროს მუშაობისათვის ჩავრთავ სპეციალისტს. აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, რომ უკეთესად შევძლოს მისი უნარების გამოვლენამოსწავლესთან. მუშაობისას გამოვიყენებ მარკერებს სურათებიან წიგნებს შევაფასებ ზეპირი გამოკითხვით

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

თუ ჯგუფში მეყოლება  არაქართულენოვანი მოსწავლე, ვიმუშავებ მასთან დამატებით მივუტან ისეთ  ტექსტებს რომელთა წაკითხვასაც ჩემი დახმარებით შეძლებს გამოვიყენებ ილუსტრაციებს რომ სურათები დაეხმაროთ ცოდნის გამოვლენაში. მოვუთან და დავავალებ ტვითონაც შეიძინოს ლექსიკონი. შევაფასებ იმის მიხედვით თუ როგორ იყენებს ქართულ ენას ნაცვლად მშობლიურისა.
რესურსები; სახელმძღვანელო, ილუსტრირებული .წიგნი. მარკერები.კომპიუტერი. ფოტოაპარატი,ლექსიკონი

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლესთან ვიმუშავებ განსხვავებული მეთოდით მივსცემ რთულ დავალებებს ჩავატარებინებ გაკვეთილს სამეცადინოდ მივაბარებ სუსტ მოსწავლეს ჩავრთავ პროექტებში მივცემ საკვლევ დავალებებს კომპიუტერში.
ü  რესურსები:კომპიუტერი, ენციკლობედია,სახელმძღვანელო.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий